In this guide, we explain how to purchase VFX tokens through the presale, explore the project's forex-to-crypto infrastructure uti...
20 mins ბაზარი 2025 წლის ნოემბერში ისევ დაღმავალი ტრენდით დასრულდა. ის, რაც ოდესღაც ინტერნეტ-ფორუმების ხუმრობად და გასართობად ითვლებოდა, დღეს გლობალური ფინანსური სისტემის განუყოფელი და ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ნაწილია. ამ უზარმაზარ სფეროში ცოტა რამ თუ იწვევს ისეთ აჟიოტაჟს, ემოციურ ქარიშხალს და საზოგადოებრივ ინტერესს, როგორც საუკეთესო მემ მონეტები
დღეისათვის ეს სექტორი მხოლოდ „ინტერნეტ კულტურის” გამოძახილი ან მხიარული ნახატები ბლოკჩეინზე. ეს, მრავალმილიარდიანი ბაზარი, სადაც ყოველდღიურად იქმნება და ქრება მილიონობით დოლარი ინევსტირება, რომლებიც ეძებენ მაღალ მოგებას, ეს სფერო წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, თუმცა ამავე დროს, ასევე სავსეა სერიოზული ფინანსური რისკებითა და გამოწვევებით.
ამ ვრცელ და დეტალურ სტატიაში სიღრმისეულად განვიხილავთ, რომელია 2025 წლის საუკეთესო მიმ მონეტები, ჩავუღრმავდებით თითოეული პროექტის ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზს, ვისწავლით რომელი მიმ მონეტებია ახლა ყველაზე პერსპექტიული, აქტივების იდენტიფიცირებას და, ბოლოს, განვიხილავთ იმ სპეციფიკურ საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციებს, რომლებიც მოქმედებს საქართველოში კრიპტო ინვესტორებისთვის.
2025 წლის მიწურულს ბაზარზე გამოჩნდა ახალი თაობის პროექტები, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ მემ-მონეტების აღქმა. გვთავაზობენ ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
ქვემოთ მოცემულია პროექტი , მათ შორის სამი გამორჩეული მაღალი პოტენციალით, რომლებმაც უკვე მიიპყრეს ანალიტიკოსების ყურადღება და წარმოადგენს ვირუსულ მიმ მონეტებს კრიპტო ბაზარზე:
მიმ კრიპტო პროექტები მაღალი პოტენციალით. Bitcoin Hyper არის 2025 წლის მაისში გაშვებული პროექტი, რომელიც პოზიციონირებს როგორც პირველი სრულფასოვანი Bitcoin Layer 2 მემ-მონეტების სამყაროში. ის ცდილობს დააკავშიროს ბიტკოინის ბრენდის სიძლიერე მემ-კულტურის ვირუსულობასთან.
2025 წლის ივლისში გაშვებული Maxi Doge (MAXI) არის ნამდვილი „Degen” (ჟარგონი კრიპტოში) კულტურის განსახიერება. შთაგონებულია მაქსიმალური ლევერიჯით ვაჭრობის ადრენალინით და წარმოადგენს იუმორისტულ სახეს კრიპტო ტრეიდინგის აგრესიულ და უარყოფით მხარეს:
PepeNode, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ჩაეშვა, სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას: Mine-to-Earn და Play-to-Earn მოდელების სინთეზს. ის იყენებს საყოველთაოდ ცნობილი პეპეს პერსონაჟს, მაგრამ ამატებს მას ტექნოლოგიურ სარგებელს:
მას შემდეგ, რაც განვიხილეთ ახალი ვარსკვლავები, აუცილებელია გადავხედოთ იმ გიგანტებს, რომლებიც უკვე წლებია ბაზარს მართავენ. ტოპ მემ მონეტები ინვესტორებისთვის კვლავ მოიცავს ძველ ფავორიტებს, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი მდგრადობა. პოპულარული მიმ მონეტების დეტალური სია და მიმ მონეტების რეიტინგით 2025 წელს:
Dogecoin რჩება უპირობო ლიდერად და საუკეთესო რჩეულად ტრადიციული მემ-ინვესტორებისთვის. შექმნილია 2013 წელს, როგორც ბიტკოინის პაროდია, ის დღეს მილიარდობით დოლარის ღირებულების ეკოსისტემაა.
SHIB-მა, რომელიც თავდაპირველად „Dogecoin Killer”-ის სახელით გამოჩნდა, დიდი ხანია გადალახა უბრალო მემ-მონეტის სტატუსი. პროექტი აქტიურად ავითარებს კომპლექსურ ეკოსისტემას.
PEPE კი არის მიმ-მონეტის კლასიკური განმარტება: ისტორიულად დატვირთული ბრენდი, სუფთა სპეკულაცია და დეცენტრალიზაცია. 100%-ით საზოგადოების პროექტია, ყოველგვარი ტექნიკური გართულებების გარეშე.
Solana-ს ბლოკჩეინზე აგებული მონეტა 2024-2025 წლების უდავო აღმოჩენაა. “ძაღლი ქუდით” – კონცეფცია იმდენად მარტივი და აბსურდულია, რომ ზუსტად ამიტომ გახდა წარმატებული.
კონცეფცია: BONK იყო პირველადი დიდი მემ-მონეტა Solana-ზე, რომელიც გაჩნდა FTX-ის კრახის შემდეგ სამოკავშირეო ძალად. მისი მიზანი იყო ეკოსისტემისთვის სიცოცხლის დაბრუნება.
მიმზიდველობა: BONK-ს აქვს ძლიერად დაფუძნებული „საზოგადოებრივი” სახე. ის გახდა Solana-ს აღორძინების სიმბოლო და ბევრ პროექტში ინტეგრირებულია როგორც გაჯილდოების ან სტიმულირების ტოკენი. დიდ პლატფორმებზე ლისტინგმა მას მოახდინა მასშტაბური პოპულარიზაცია.
რისკები: BONK-ის ეკონომიკა დიდწილად აგებულია ემოციასა და ნარატივზე. მისი წარმატება დამოკიდებულია Solana-ს სტაბილურ ზრდაზე. ბირჟებზე მაღალი ფლობა და ვეშაპების (whales) კონცენტრაცია შესაძლოა გამოიწვიოს არარეგულარული ფასობრივი მერყეობა.
კონცეფცია: FLOKI მიზნად ისახავს მემ-მონეტის სტატუსის გადალახვას და რეალური პროდუქტების შექმნას: NFT მეტავერსი, DeFi ინსტრუმენტები, განათლების პლატფორმა. მას აქვს განზრახვა იყოს „ხალხის კრიპტო”.
მიმზიდველობა: FLOKI ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად და პროფესიონალურად მარკეტირებული მემ-მონეტაა. ილონ მასკის ძაღლის სახელთან ასოცირება მას მუდმივ სოციალურ ცნობადობას აძლევს. მრავალპროდუქტიანი ეკოსისტემა ზრდის მის გრძელვადიან ნარატივს.
რისკები: მისი პროდუქტების დიდი ნაწილი ჯერ განვითარების ადრეულ ფაზაშია, რაც ზრდის შესრულების რისკს. NFT/მეტავერსის ბაზრების მიმდინარე ვოლატილობა დამატებით საფრთხეს ქმნის. FLOKI-ს ფასი ძლიერ კორელირებულია Musk-ის გარემო-სოციალურ აქტივობებთან.
კონცეფცია: BRETT არის Base ქსელის წამყვანი მემ-მონეტა, შექმნილი როგორც „Boy’s Club” კომიქსის პერსონაჟის გარდასახვა კრიპტო აქტივად — მას აქვს პირდაპირი კავშირი PEPE-ის კულტურასთან.
მიმზიდველობა: Base არის Coinbase-ის მხარდაჭერილი ქსელი, რაც BRETT-ს სანდოობასა და ძლიერი ბრენდის ასოცირებას აძლევს. ის გახდა ორგანული ლიდერი მთელ Base ეკოსისტემაში და იზიდავს Early-adopter ინვესტორებს.
რისკები: Base ქსელი ჯერ კიდევ ახალია და მისი ხანგრძლივი წარმატება გარანტირებული არაა. თუ Base-ის აქტივობა შემცირდება, BRETT ავტომატურად დაკარგავს იმპულსს. პროექტს არ აქვს ტექნიკური ღირებულება, რაც მას მთლიანად ბაზრის განწყობაზე დამოკიდებულს ტოვებს.
რა არის მემე მონეტები? მიმ მონეტებიც, კრიპტოვალუტებია, რომლებიც შთაგონებულია იუმორისტული სურათებით ან სოციალური მედიის ტრენდებით. მათი ფუნდამენტური განსხვავება ტრადიციული კრიპტოვალუტებისგან მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იშვიათად გვთავაზობენ სერიოზულ ტექნოლოგიურ ინოვაციას ან ფართო გამოყენებით ღირებულებას (ე.გ.წ – Utility) შექმნის საწყის ეტაპზე.
მიმ მონეტების ღირებულებას განსაზღვრავს სამი ძირითადი ფაქტორი:
მიმ კრიპტოვალუტების შედარება სხვა ალტკოინებთან, ცხადყოფს, რომ მათი ფასი გაცილებით ნაკლებადაა მიბმული ტექნიკურ მიღწევებზე და უფრო მეტად – ზოგად სენტიმენტსა და აჟიოტაჟზე. მიმები განსხვავებული რისკ-პროფილის მქონე აქტივია და მათი ფასი ბევრად მცირეა ნებისმიერ ასეტთან შედარებით. უმეტესად, ერთ ცენტზე ნაკლებიც კი, მაგრამ, ფასი არ განაპირობებს მის სიიაფეს – უფრო მეტად კაპიტალიზაცია – შედარებული თავის ტირაჟთან. შესაძლოა ერთ-ერთი პირობაც ეს არის, რატომაც იზიდავს ის ბევრი ინვესტორის ყურადღებას.
მიმი, რომელიც ღირს ერთი ცენტი და აქვს ტრილიონობით ტირაჟი, ფაქტიურად შეუძლებელია მისი ფასი გაიზარდოს 1 ან 10 დოლარამდე, რადგან საუბარი გვექნება ტრილიონით კაპიტალიზაციაზე. ძირითადად მისს იაფ ფასს აყალიბებს ტირაჟის დიდი მოცულობა(მთლიანი არსებული მოცულობა კონკრეტული ასეტის), მათი ტირაჟი ძირითადად შეადგენს ტრილიონებს.(თუ შევადარებთ ბიტკოინს – მისი ტირაჟი სულ 21 მილიონია) რაც უფრო მეტია ტირაჟია, მით მეტი არსებობს თავისუფალი რაოდენობა გასაყიდად.
ცირკულაციის, თავისუფალი ჭარბი რაოდენობა გულისხმობს ნაკლებს მოთხოვნას – თავისუფალი რაოდენობა მეტია, ვიდრე მოთხოვნა. ხოლო, რაც იშვიათდებ კი, უფრო მეტ ფასს იძენს.
მიმ მონეტები მთლად ტრადიციული ფინანსების პრინციპების მიხედვით არ მუშაობს. მათი ღირებულება არ არის დაფუძნებული მოგებაზე, დივიდენდზე ან რეალურ აქტივებზე. უფრო, კულტურაზე, საზოგადოებაზე და კოლექტიურ ფანტაზიაზე.
მემ-მონეტებში ინვესტირება არის სოციალური თამაში. ინვესტორები ყიდულობენ რომ სხვა ადამიანებსაც სჯერათ. ეს არის უფრო დიდი სულელის თეორიას იდეალურად მორგებული მაგალითი, სადაც თქვენ ყიდულობთ იმ იმედით, რომ მომავალში გამოჩნდება ვინმე, ვინც მზად იქნება თქვენზე მაღალ ფასად შეიძინოს ეს აქტივი. ეს ქმნის საოცრად ძლიერ, თვითრეალიზებად წინასწარმეტყველებას.
მემ-მონეტები ქმნიან ციფრულ “ფან-კლუბებს”. Dogecoin-ს აქვს თავისი „Dogefam”, SHIB-ს აქვს „Shib Army”. ეს ფანდომები იმდენად ლოიალურები არიან, რომ ისინი აქტიურად იცავენ მონეტას ვარდნის დროს (Buying the Dip) და ქმნიან უზარმაზარ მარკეტინგულ ხმაურს. ამ პროექტების სოციალური მედიის ძალა ხშირად აჭარბებს დიდ, ინსტიტუციურ კრიპტო პროექტებსაც კი.
მიმ მონეტების ფასი ხშირად ძალიან დაბალია – ცენტის ნაწილი ან ნაკლები. ეს ფსიქოლოგიურად მიმზიდველია, რადგან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მილიონობით ტოკენი მცირე თანხით. ეს ქმნის “მილიონერის” განცდას, თუმცა ამ მონეტების რეალური ღირებულება შეიძლება დაბალი იყოს. ეს ფაქტორი უზარმაზარ როლს თამაშობს ახალი ინვესტორების მოზიდვაში.
მიმ-მონეტების ფენომენის გასაგებად, აუცილებელია გავარჩიოთ მათი ტოკენომიკა – ტოკენების მიწოდების, განაწილების და მოხმარების მექანიზმები. ეს არის ტექნიკური ფუნდამენტი, რომელიც, სოციალურ იმპულსთან ერთად, განსაზღვრავს მონეტის გრძელვადიან ფასს და სტაბილურობის პოტენციალს.
მემ-მონეტებს შორის არსებობს ფუნდამენტური დაყოფა მიწოდების მოდელის მიხედვით, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ფასზე:
ყველაზე ინოვაციური დეფლაციური სტრატეგია არის დაწვა. როდესაც ტოკენების ნაწილი მუდმივად ამოღებულია ცირკულირებადი მიწოდებიდან და იგზავნება მიუწვდომელ „მკვდარ საფულეში”. იგივეა, ყიდულობდეს ვინმე და აღარ ყიდიდეს – დაახლოებით ასეთ რამეს ეწოდება დაწვა.
არის კრიტიკული ინდიკატორი, რომელიც განასხვავებს ლეგიტიმურ პროექტს თაღლითობისგან. ლიკვიდობა არის ტოკენის დაწყვილება საბაზო ვალუტასთან (მაგ. ETH, SOL) დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX), რაც საშუალებას აძლევს ტრეიდერებს იყიდონ და გაყიდონ.
დეფლაციურ მოდელებში (განსაკუთრებით, დაწვის მექანიზმებით) შესაძლებელია შეიქმნას მიწოდების შოკის მდგომარეობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ხოლო ცირკულირებადი მიწოდება (Burning-ის გამო) მცირდება. ეს ფაქტორები ერთად იწვევს ფასის ექსტრემალურ, პარაბოლურ ზრდას, რაც მემ-მონეტების ინვესტირების უმთავრესი მიზანია.
მიუხედავად იმისა, რომ მემ-მონეტები ფუნდამენტურად სპეკულაციურია, ჭკვიან ტრეიდერებს შეუძლიათ ტექნიკური ანალიზის (TA) გამოყენება, რომ გააუმჯობესონ შესვლის და გასვლის წერტილები.
მემ-მონეტები ხშირად მკაცრად მიჰყვებიან მოძრავ საშუალო ინდიკატორებს. ყველაზე პოპულარულია EMA (Exponential Moving Average), განსაკუთრებით 20-დღიანი, 50-დღიანი და 200-დღიანი საშუალოები.
RSI ზომავს, არის თუ არა აქტივი ზედმეტად ნაყიდი (Overbought) თუ ზედმეტად გაყიდული (Oversold).
Ø RSI > 70: მონეტა ზედმეტად ნაყიდია. სავარაუდოა ფასის კორექცია. ეს შეიძლება იყოს მოგების აღების კარგი წერტილი.
Ø RSI < 30: მონეტა ზედმეტად გაყიდულია. ეს შეიძლება იყოს კარგი დრო პოზიციაზე შესვლისთვის.
ბოლინგერი ზომავს ვოლატურობას. მემ-მონეტების ვაჭრობისას, ბოლინჯერის ზოლების შევიწროება ხშირად მიუთითებს მოსალოდნელ ფასის აფეთქებაზე – იქნება ეს მაღლა თუ დაბლა. ტრეიდერები ხშირად ყიდულობენ, როდესაც ფასი ეხება ქვედა ზოლს და ყიდიან, როდესაც ეხება ზედა ზოლს.
მემ-მონეტების არჩევისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ბლოკჩეინის გათვალისწინება, რომელზეც ისინი არიან აგებული. დღეს დომინირებს ორი პლატფორმა: Ethereum (და მისი Layer 2-ები, როგორიცაა Base) და Solana.
| მახასიათებელი | Ethereum (ERC-20, Base L2) | Solana (SPL) |
| ტრანზაქციის სიჩქარე | შედარებით ნელი (15-60 წამი) | მომენტალური (ნაკლები 1 წამზე) |
| საკომისიო (Gas) | მაღალი (ხშირად $5-$50) | მიზერული (ცენტის ნაწილი) |
| უსაფრთხოება | უმაღლესი (მსოფლიოში ყველაზე დეცენტრალიზებული) | მაღალი, მაგრამ ქსელის პერიოდული გათიშვის რისკი |
| ლიკვიდობა | უზარმაზარი (ყველაზე დიდი) | მაღალი, სწრაფად მზარდი |
| ტიპური მიმები | DOGE, SHIB, PEPE, FLOKI | WIF, BONK, POPCAT |
| ინვესტორის ტიპი | ინსტიტუციური, გრძელვადიანი, მაღალბიუჯეტიანი | Degen, მოკლევადიანი, მცირებიუჯეტიანი |
დასკვნა: თუ თქვენ ახალი ხართ და გაქვთ მცირე კაპიტალი, Solana-ზე დაფუძნებული მიმ მონეტები (WIF, BONK) ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. დაბალი საკომისიო საშუალებას გაძლევთ ხშირად ივაჭროთ. თუ ეძებთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას და უკვე დადასტურებულ პროექტებს, Ethereum-ის ეკოსისტემა (SHIB, PEPE) საუკეთესოა.
ისტორიულად, მემ-მონეტების კრიტიკა ყოველთვის იყო „უტილიტის ნაკლებობა”. თუმცა, 2025 წლისთვის მრავალმა პროექტმა დაიწყო თავისი ეკოსისტემების ინტეგრაცია დეცენტრალიზებულ ფინანსებთან (DeFi), რათა მიენიჭებინა მათთვის რეალური, ფუნქციური ღირებულება და გაემართლებინა მათი გრძელვადიანი არსებობა.
მნიშვნელოვანი უტილიტი, რომელიც მემ-მონეტებმა შემოიღეს, არის Stake-ის (ტოკენების დალოქვა) შესაძლებლობა. Stake-ს საშუალება აძლევს მომხმარებელს, მიიღოს პასიური შემოსავალი საკუთარი მონეტების ქსელის უზრუნველყოფის ან ლიკვიდობის ფონდში შენახვის სანაცვლოდ.
ბევრი მემ-მონეტა გადადის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მოდელზე. ეს ნიშნავს, რომ ტოკენების მფლობელები (მაგ., SHIB-ის ეკოსისტემაში DOGE-ს მფლობელები) იღებენ ხმის მიცემის უფლებას პროექტის სამომავლო ცვლილებების, განახლებების ან ლიკვიდობის გამოყენების საკითხებზე.
Shiba Inu-ს Shibarium Layer 2-ის მსგავსი განვითარება უზრუნველყოფს ტოკენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან უტილიტი: გადახდა ქსელში. როდესაც SHIB-ის ეკოსისტემაში ტრანზაქციები ხორციელდება, გაზის გადასახადი (BONE ტოკენებში) მოქმედებს – ქმნის მუდმივ მოთხოვნას BONE-ზე და, ირიბად, SHIB-ზე (დაწვის მექანიზმის გამო). ამგვარი რეალური მოხმარება (Utility) განასხვავებს მათ სუფთა სპეკულაციური აქტივებისგან.
ახალი თაობის მემ-მონეტები (როგორიცაა Bitcoin Hyper ან Maxi Doge) აქტიურად ცდილობენ იყვნენ მულტი-ჩეინ ტოკენები. ისინი არსებობენ არა ერთ ქსელზე (მაგ. Ethereum), Solana-ზე, Base-ზე ან თუნდაც Bitcoin-ის Layer 2-ზე. ზრდის მათი მიღებისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, რაც მათ უფრო მეტ ლიკვიდობას და გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს. ამის მისაღწევად იყენებენ Bridge-ებს (ხიდები) და სხვადასხვა ქსელების სინთეტიკურ ვერსიებს.
საქართველო რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე კრიპტო-მეგობრული იურისდიქციაა. ქართველ ინვესტორებს უნიკალურ უპირატესობებს ანიჭებს.
ქართველი ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი და ხელშესახები უპირატესობა, უდავოდ, საგადასახადო შეღავათებია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით და საგადასახადო კოდექსის განმარტებითი ბარათების მიხედვით, ფიზიკური პირები გათავისუფლებულნი არიან კრიპტოვალუტის (ციფრული აქტივის) რეალიზაციით მიღებული ნამატის დაბეგვრისგან.
უფრო ნათელი მაგალითი, – თუ თქვენ დღეს შეიძენთ მემ-მონეტებს 1000 ლარად და გაყიდით მათ 10,000 ლარად, მიღებული 9,000 ლარიანი მოგება არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ეს ფაქტორი საქართველოს აქცევს იდეალურ ადგილად კრიპტო პორტფელის მართვისთვის.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაამკაცრა ზედამხედველობა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე (VASP). რეგულაციები მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ფულის გათეთრების პრევენციას. შესაბამისად, ქართული კრიპტო ბირჟები და საფულეები ვალდებულნი არიან დაიცვან საერთაშორისო სტანდარტები (AML/KYC). მომხმარებლისთვის ნიშნავს სავალდებულო ვერიფიკაციას – პირადობის მოწმობის დადასტურებას და ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლის წყაროს მითითებას.
ქართველ მომხმარებლებს აქვთ ფუფუნება, ისარგებლონ როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი პლატფორმების სრული სპექტრით, შეზღუდვის გარეშე:
მიუხედავად იმისა, რომ მიმ კრიპტოვალუტების შედარება ხშირად შთამბეჭდავ პროცენტულ ზრდას აჩვენებს, რეალობა ხშირად სასტიკია. მემ-მონეტები კრიპტო ბაზრის ყველაზე სახიფათო სეგმენტია.
მემ-მონეტებში ინვესტირება თითქმის იდენტურია ვოლატურობის მართვასთან, რადგან ეს აქტივები არ მიჰყვება ტრადიციულ ფინანსურ კანონებს, რისკების მართვის მიდგომა განსხვავებული და უფრო მკაცრი უნდა იყოს. მომდევნო სტრატეგიები დაგეხმარებათ გადარჩეთ ექსტრემალური ბაზრის პირობებში:
ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: არასოდეს ჩადოთ იმაზე მეტი, ვიდრე მზად ხართ სრულად დაკარგოთ. მიმების ფასი მეტად ვოლატურია სხვა მყარ მოწინავე ასეტებთან შედარებით, მისი ფუნდამენტები არ არის მყარი და სარგებლის მომცემი, ასე რომ შეიძლება გაქრეს, ისე როგორც უცებ გამოჩნდა თავისით მიზეზით. მემ-მონეტების შემთხვევაში, ეს წესი უნდა იყოს ექსტრემალურად მკაცრი და განსაზღვრული:
Stop-Loss (ავტომატური გაყიდვის ბრძანება ზარალის თავიდან ასაცილებლად – თუ სად გინდათ რომ შეწყდესს ზარალი, უნდა დააყენოთ სტოპ ლოსსი სასურველ ფასსზე.) არის სტანდარტული რისკის მართვის ინსტრუმენტი, მაგრამ მემ-მონეტებთან მიმართებაში მისი გამოყენება ფრთხილად უნდა მოხდეს.
მემ-მონეტების ფასის ზრდა ხშირად პარაბოლურია, მაგრამ არასტაბილური. ინვესტორების უმეტესობა კარგავს მოგებას, რადგან ელოდებიან მაქსიმალურ პიკს.
თუ გსურთ იპოვოთ ახალი ძვირფასი მონეტები, სანამ ისინი ფართო წრისთვის ცნობილი გახდებიან, უნდა გახდეთ “on-chain” მკვლევარი.
2025 წლის მდგომარეობით, ქართულ კრიპტო სივრცეში ყველაზე წარმატებულად აღიქმება ის მემ-მონეტები, რომლებიც აერთიანებენ სამ მთავარ ფაქტორს: ლიკვიდობას, სოციალურ ძალას და ტექნოლოგიურ საფუძველს.
ქართველ ინვესტორებს განსაკუთრებით იზიდავთ მაღალი ლიკვიდობის მქონე პროექტები, რადგან ადგილობრივ ბირჟებსა და P2P ბაზარზე მნიშვნელოვანია მარტივად შესვლა/გამოსვლა.
საბოლოოდ, საქართველოში საუკეთესო მემ მონეტების შერჩევა, დაფუძნებულია იმაზე, თუ რა გიზიდავთ თქვენ, როგორც ინვესტორს. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა ემყარებოდეს ლიკვიდობას, გამჭვირვალობას, საზოგადოების ხარისხს და პირადი რისკ-პროფილის გათვალისწინებას.
ვინც ამ ფაქტორებს ითვალისწინებს, ის ბევრად უფრო უსაფრთხოდ და გააზრებულად მოძრაობს საქართველოს კრიპტო სივრცეში, სადაც მემ-მონეტები რჩება როგორც მაღალი რისკის, ისე მაღალი პოტენციალის სეგმენტად.
დიახ, მიმ მონეტების ყიდვა საქართველოში სრულიად ლეგალურია. კრიპტოვალუტებით ვაჭრობა არ არის აკრძალული, თუმცა ეროვნული ბანკი აფრთხილებს მომხმარებლებს მაღალი რისკების შესახებ.
დამწყებთათვის საუკეთესო პლატფორმები მიმ მონეტების საყიდლად არის Binance ან Bybit (საერთაშორისო არჩევანისთვის) ან MyCoins/Cryptal (ლარში მარტივი ოპერაციებისთვის). ლიდერ მიმბს ნახავთ დიდი ბირჟების ჩამონათვალში, თუმცა ახალი მიმები იშვიათიაა დიდ ბირჟებზე ნახოთ, ამისათვის უნდა გამოიყენოთ DEX ბირჟები, საფულის გამოყენებით დაუკავშირებით და იყიდით ახალ და იაფ მიმებს. DEX-დან ყიდვის დეტალურ ინსტრუქციას, გაეცანით ჩვენს წინა სტატიებში.
გამოიყენეთ მხოლოდ სანდო ბირჟები, ჩართეთ ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (2FA) და დიდი თანხების შესანახად გამოიყენეთ ცივი საფულეები (Ledger, Trezor).
ფიზიკური პირებისთვის საქართველოში კრიპტოვალუტით მიღებული ნამატი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
გრძელვადიანი პოტენციალის მქონე მიმ მონეტები ჩვეულებრივ ისინი არიან, რომლებსაც აქვთ ძლიერი საზოგადოება და ვითარდებიან ტექნოლოგიურად. ალტკოინებს შორის საუკეთესო მიმ მონეტები – მაგ: DOGE, SHIB, Bonk.
მიმ მონეტებში ინვესტირების დაწყება შესაძლებელია ძალიან მცირე თანხით, თუნდაც 10-20 ლარით. რომელი მიმ მონეტები ავირჩიოთ პატარა კაპიტალით? ისეთი, რომლის ფასიც ცენტის მეათასედებია (მაგ: PEPE, BONK), რაც საშუალებას გაძლევთ ფლობდეთ მილიონობით მონეტას. ასევე გაითვალისწინეთ კაპიტალიზაცია, ტირაჟთან მიმართებაში. მიმებს, რომელსაც აქვს მილიარდ დოლარზე ნაკლები კაპიტალიზაცია – თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ იაფია და მას გამყიდველი ნაკლებად ყავს.
ეს დამოკიდებულია თქვენს რისკ-ფაქტორზე. თუ მზად ხართ დაკარგოთ ინვესტირებული თანხა 100x მოგების შანსის სანაცვლოდ, მაშინ დიახ. მემ-მონეტები არის „მაღალი რისკი – მაღალი ჯილდო” კატეგორიის აქტივები.
Monthly Users
Articles & Guides
Research Hours
Authors
In this guide, we explain how to purchase VFX tokens through the presale, explore the project's forex-to-crypto infrastructure uti...
BMIC (BMIC) is a presale project based around building a quantum-resistant wallet and ecosystem.
This Vortex FX (VFX) price prediction guide explores prices predicted through 2026, 2030, and 2036, looking at the potential heigh...
Tony Frank
Crypto Editor, 46 postsTony Frank is an accomplished cryptocurrency analyst, author, and educator whose work bridges the gap between complex blockchain technology and accessible, actionable insights for global audiences. Over the past decade, he has emerged as a respected voice in the rapidly evolving world of digital assets, combining technical expertise with a talent for storytelling to help readers navigate everything from Bitcoin’s monetary philosophy to the intricacies of decentralized finance (DeFi). Tony earned his Bachelor’s degree in Economics and Finance from the University of Melbourne, where he developed a deep interest in monetary systems and market structures. He later pursued a Master’s degree in Blockchain and Digital Currency from the University of Nicosia, one of the first academic institutions to offer accredited programs in cryptocurrency studies. Before focusing full-time on blockchain, Tony worked as a financial analyst for a multinational investment firm, covering emerging technologies and alternative asset classes. His early exposure to macroeconomic policy, global market behavior, and fintech innovation laid the foundation for his later work in crypto research and writing. Tony’s expertise spans multiple sectors of the blockchain industry, including cryptocurrency fundamentals, altcoin market cycles, DeFi and web3 trends and regulatory landscapes. Tony combines on-chain data analysis with macroeconomic research, providing readers with both the technical “how” and the market “why” of cryptocurrency movements.